ეკა გიგაური - ის, რასაც ვხედავთ, არის შერჩევითი სამართალი, სახელმწიფო ცდილობს ბრალი დემონსტრანტებზე გადაიტანოს და თავის დანაშაულებზე რეაგირება არ აქვს

დღეს, რასაც ვხედავთ, არის შერჩევითი სამართალი. სახელმწიფო ცდილობს მთელი ბრალი დემონსტრანტებზე გადაიტანოს და თავის შეცდომებსა და დანაშაულზე რეაგირება არ აქვს, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა შსს-ს მიერ 20-21 ივნისის აქციის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 4 პირის დაკავებას.

ეკა გიგაურის თქმით, მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლები არიან შს მინისტრი გიორგი გახარია და კონკრეტული პოლიციელები.

„ჩვენ მრავალჯერ აღვნიშნეთ, რომ აქციის მიმდინარეობის დროს აქციის ცალკეულ წევრებს ჰქონდათ დაპირისპირება პოლიციასთან და ცხადია, მათი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს, თუმცა პოლიციის პასუხი იყო არაპროპორციული.

პოლიციელებმა ცალსახად მიიღეს ბრძანება, გაუსწორდნენ დემონსტრანტებს, მათ შორის, იმათაც, ვისაც დაპირისპირებაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ. დაშავდა ასობით ადამიანი, რამდენიმემ დაკარგა მხედველობა და ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. ამ ყველაფერზე პირველ რიგში, პასუხისმგებელია შსს მინისტრი და კონკრეტული პოლიციელები, რომლებიც გაურბიან პასუხისმგებლობას. როდესაც იმ პოლიციელს არ აკავებ და მხოლოდ დროებით უფლებამოსილებას უწყვეტ, ვინც დამიზნებით ესროდა მშვიდობიან დემონსტრანტებს და აბრმავებდა მათ, ასევე როდესაც შს მინისტრი ანტირუსული დემონსტრაციის დარბევას და ასეთი ფორმებით დაშლაზე ბრძანებას აძლევს და ამაზე კონკრეტულ პასუხისმგებლობას არ იღებს, პარალელურად კი აკავებენ მხოლოდ დემონსტრაციის მონაწილეებს, ეს არის შერჩევითი მართლმსაჯულება და მეტი არაფერი.

როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა ადეკვატურად ვერ აფასებს არსებულ სიტუაციას და რაც უფრო დიდხანს იქნებიან ამ მდგომარეობაში, მით უფრო დიდხანს ვერ დავძლევთ იმ კრიზისს, რომელიც ქვეყანაში გვაქვს“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო