ნაზი ჯანეზაშვილი - ფორუმზე „გამოხატვის თავისუფლება და სამოსამართლო ეთიკა" ისეთი ადამიანებიც არიან, რომლებიც მუდმივად არღვევენ სამოსამართლეო ეთიკას და კანონმდებლობას

კარგია თუ ვისაუბრებთ ეთიკაზე და რაიმეს გაიგებენ, მაგრამ როდესაც ვიღაცები ცოლისძმას და მაზლებს ირჩევენ, აი მაშინ გავიხსენოთ რა არის ეთიკა, - ეს განცხადება იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა საერთაშორისო ფორუმის - „გამოხატვის თავისუფლება და სამოსამართლო ეთიკა" მიმდინარეობის პარალელურად განაცხადა. მისი თქმით, ფორუმის პანელში ისეთი პირები სხედან, რომლებიც მუდმივად არღვევენ სამოსამართლეო ეთიკას და კანონმდებლობას.

„მე შემიძლია ახლა ძალიან ლამაზად ვილაპარაკო იმაზე, თუ სად გადის ზღვარი მოსამართლის ეთიკასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის, მაგრამ როდესაც პანელში არის თამარ ალანია, რომელიც მაგიდაზე მუშტების ბრახუნით საბჭოს სხდომაზე გამოგვეცხადა, ძალიან ცინიზმია, როდესაც თამარ ალანია უნდა გელაპარაკოს იმაზე, თუ რა არის სამოსამართლო ეთიკა, რომელიც ერთ-ერთი ადამიანია, რომელსაც არ რცხვენია ამ ეთიკის დარღვევა და იმ წესების დარღვევა, რომელიც ჩვენს კანონმდებლობაში და სამოსამართლო ეთიკის ქცევის კოდექსში წერია. ისიც ცინიზმია, რომ გიორგი მიქაუტაძე გველაპარაკება სამოსამართლო ეთიკაზე, რომელსაც აქვს ძალიან სერიოზული ინტერესთა კონფლიქტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში, ვინაიდან იგი არის იმ აპარატის ხელმძღვანელი, რომელიც აგროვებს ინფორმაციას მასზე და სხვა ადამიანებზე ; იგი არის იმ აპარატის ხელმძღვანელი, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციებს უთხრა უარი ინფორმაციის გასაჯაროებაზე და მისი ნებართვის გარეშე იუსტიციის საბჭოს ვერც ერთი თანამშრომელი ვერანაირ ინფორმაციას ვერ გასცემს და ამ დროს ეს ადამიანი არის ამ პანელში და გველაპარაკება ეთიკის მაღალ სტანდარტებზე. ასევე ჩემთვის გამაოგნებელია ის, რომ აქ დარბაზში არის თამარ ონიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კენჭისყრაში და მისი მაზლი მონაწილეობდა ამ პროცესში და გადავიდა, მოხვდა 50 -კაციან სიაში, საუბარია ზურაბ აზნაურაშვილზე. ასევე გამაოგნებელია ისიც, რომ ირაკლი შენგელია, რომელიც არის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მანაც მონაწილეობა მიიღო თავისი ცოლის ძმის არჩევაში და ლევან თევზაძეც აქ ზის დარბაზში და ისიც გადავიდა 50- კაციან სიაში. საერთოდ რა ეთიკაზე ვლაპარაკობთ, როდესაც აქ დარბაზში სხედან ის ადამიანები, რომლებიც ეთიკას კი არა ელემენტარულ სტანდარტებს, რომელიც საჯარო მოხელემ უნდა დაიცვას, არ იცავენ", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო