„ნაცმოძრაობის” ინიციატივით, პარლამენტში დადგენილების პროექტი დარეგისტრირდება, რომელიც 20 ივნისის მოვლენების შეფასებას და პასუხისმგებელი პირების დადგენას ითვალისწინებს

„ნაციონალური მოძრაობის” ინიციატივით, დღეს საქართველოს პარლამენტში დადგენილების პროექტი დარეგისტრირდება, რომელიც 20 ივნისს ღამეს განვითარებული მოვლენების შეფასებას და მასზე პასუხისმგებელი პირების დადგენას ითვალისწინებს.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, დადგენილებით ოპოზიციური პარტია შესაბამის სახელმწიფო უწყებებს “გავრილოვის სიის” შედგების მოთხოვნით მიმართავს.

„უკვე ორი კვირა გავიდა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ და ვხედავთ, რომ ხელისუფლება სათანადო ნაბიჯებს არ დგამს ამ მოვლენების გამოძიების და არც პასუხისმგებელი პირების დადგენის მიზნით. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საკანონმდებლო იციციატივის დაფიქსირება პარლამენტში, რომელიც ხელისუფლებას დაავალდებულებს ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რომელიც მომავალში ერთი მხრივ, ჩვენ დაგვიცავს ისეთი პროვოკაციებისგან, როგორი იყო გავრილოვის მიბრძანება საქართველოს პარლამენტში და მეორე მხრივ, დაადგენს იმ პირთა წრეს, რომელიც პასუხისმგებელი იყო, როგორც გავრილოვის მოწვევაზე, ასევე ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობაზე და იმ პოლიტიკის განხორციელებაზე, რომელიც პირდაპირ რუსული ინტერესების გატარებას უწყობს ხელს. გახსოვთ, რომ როდესაც ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ გავრილოვის ქვეყანაში ჩამოსვლა არ იყო მიზანშეწონილი, მათ განაცხადეს, რომ გავრილოვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი არ ჰქონდა დარღვეული და სწორედ ამიტომ ვერ აღკვეთდნენ მის მიერ საზღვრის გადმოკვეთას. ჩვენი დადგენილების პროექტით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევალება მოამზადოს იმ რუსი პოლიტიკოსების სია, რომელთა ვიზიტი საქართველოში არამიზანშეწონილია. იმისთვის, რომ ეს გაკეთდეს მივმართავთ დადგენილების პროექტით პარლამენტს, რომ 20 ივნისს გავრილოვის თავმჯდომარეობით ჩატარებული სხდომა პარლამენტში შეფასდეს როგორც სახელმწიფო ინტერეების წინააღმდეგ მიმართული აქტი. უნდა დადგიდნეს იმ პირთა წრე, ვინც გავრილოვი მოიწვია, უზრუნველყო სხდომის ჩატარება. ასევე, უნდა განისაზღვრის იმ პირთა წრე, ვინც არიან 20-21 ივნისის ძალადობაზე პასუხისმგებელი. ამასთან, განისაზღვრის იმ პირთა წრე, ვინც საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ხელი შეუწყო რუსული ინტერესების გატარებას. რუსეთი აცხადებს, რომ 20-21 ივნისის მოვლენები უკავშირდება ოპოზიციის მხრიდან მცდელობას რომ მომხდარიყო არეულობა. ყველა ეს პირი უნდა იქნას შეყვანილი გავრილოვის სიაში. მივმართავთ ადამიანის უფლებების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს, დადგინდეს ამ პირთა წრე და შემდგომ შემუშავდეს ის სანქციები, რომელთა მიღებაც მიზანშეწონილი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამ პირთა მიმართ. ასევე სია და შესაძლო სანქციები წარდგენილ იქნას პარლამენტში 2 თვის ვადაში განსახილველად”,-აცხადებს სამადაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობა“ დადგენილების დღის წესრიგში შეტანას პარლამენტის უახლოეს სხდომაზე მოითხოვს.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა