ანა დოლიძე - გაუგონარი და სამარცხვინო ვითარებაა, როდესაც შს მინისტრის ხელმძღვანელობის ქვეშ მისივე უწყება იძიებს დანაშაულებს, სადაც შეიძლება თავად  მინისტრის პასუხისმგებლობა იყოს

ეს არის სრულიად გაუგონარი და მართლაც, სამარცხვინო ვითარება, როდესაც მინისტრის ხელმძღვანელობის ქვეშ მისივე უწყება დანაშაულებს იძიებს, სადაც შეიძლება იყოს თავად მინისტრის პასუხისმგებლობა, სრულიად აბსურდულ ვითარებასთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა შსს-ს მიერ 20-21 ივნისის აქციის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 4 პირის დაკავებას.

ანა დოლიძის განცხადებით, 20-21 ივნისის აქციის დაშლის საქმეზე დაწყებული გამოძიების მიმართ ობიექტურობის თაობაზე კითხვები მუდმივად იქნება, მიზეზი კი ისაა, რომ მიმდინარე გამოძიების პირობებში გიორგი გახარია შს მინისტრის თანამდებობას ინარჩუნებს. ანა დოლიძე ამბობს, რომ ასეთი ინტერესთა კონფლიქტი დიდი ხანია არ ახსოვს.

„უნდა გავიხსენოთ ის სტანდარტი, რომელიც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, როდესაც სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე იყო და ე.წ. ტრაქტორეის საქმეზე, როცა გამოძიება დაიწყო, კირვალიძე გადადგა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არ იძიებდა ამ საქმეს. სხვათა შორის, ამის თაობაზე ბიძინა ივანიშვილის საჯარო სიტყვებიც ახსოვს საზოგადოებას, იმისთვის, რომ თავისი გავლენით კირვალიძეს გამოძიებისთვის ხელი არ შეეშალა, გადადგა თანამდებობიდან. ეს იყო სტანდარტი, რომელიც თავიდან ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ და ახლა, როგორც ჩანს, მას თვითონაც არ ახსოვს ეს ამბავი. მინისტრის ზედამხედველობის ქვეშ არის ეს საქმეები, მას თვითონ შსს იძიებს და რად უნდა საუბარი იმას, რომ ჩვენ სერიოზული ეჭვები გვექნება გამოძიების არაობიექტურობასთან დაკავშირებით. სულ მცირე, სამართლებრივ ნაწილში სანამ გამოძიება იქნება, გიორგი გახარია უნდა გადადგეს და პოლიტიკურად ისედაც აგებს პასუხს იმაზე, რაც ხდება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო