20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულის ძმა - პოლიციელების მიმართ შენიშვნით შემოიფარგლებიან, უბრალო ადამიანს ემოციის გამოხატვისთვის კი შეიძლება დახვრეტაც მიუსაჯონ

მხოლოდ შენიშვნით და შეშფოთებით შემოიფარგლებიან პოლიციელების და კანონდამრღვევი სახელმწიფო მოხელეების მიმართ და უბრალო ადამიანს, ელემენტარული ემოციის გამოხატვისთვის შეიძლება დახვრეტაც მიუსაჯონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილის ძმამ გიორგი ბუდაღაშვილმა განუცხადა. როგორც ის ამბობს, მისი ძმა შერჩევითი სამართლის მსხვერპლია.

"ზურა ვერ ეგუებოდა ვერასდროს უსამართლობას და განუკითხაობას. არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ერთი დაშავებული ადამიანი მაჩვენონ, ვინც ზურასგან დაზარალდა, ვისაც ზურამ რამე დაუშავა. მე კი ვაჩვენებ უამრავ ადამიანს ვინც დაზარალდა მათი ხელით ჩემს საახლობლოში, შორს არ წავალ. ეს არის შერჩევითი სამართალი, მე არავისი არ მშურს და არავის თავისუფლებით არ ვიბოღმები და რადგან სხვები გამოუშვეს და ჩემი ძმა დაჭერილია, არ ვიბოღმები ამის გამო. ადამიანები, რომლებსაც გაცილებით მეტი დანაშაული აქვთ ჩადენილი და ვიცით ხალხმაც, ისინი ერთ საათში გარეთ გამოდიან. მხოლოდ შენიშვნით და შეშფოთებით შემოიფარგლებიან პოლიციელების და კანონდამრღვევი სახელმწიფო მოხელეების მიმართ და უბრალო ადამიანს, ელემენტარული ემოციის გამოხატვისთვის შეიძლება დახვრეტაც მიუსაჯონ", - აღნიშნა გიორგი ბუდაღაშვილმა.

დაკავებულის ძმა ყველას თანადგომისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ "ზურაბ ბუდაღაშვილს საზოგადოების დახმარება და თანადგომა სჭირდება, რათა უდანაშაულო ადამიანი არ დაისაჯოს".

20-21 ივნისის აქციის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ერთ პირს - ზურაბ ბუდაღაშვილს ბრალი უკვე წარედგინა. რაც შეეხება დანარჩენ 3 პირს, მათთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენა დღეს მოხდება.

ცოტნე სოსელია, ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი და ზურაბ ბუდაღაშვილი შს სამინისტროს თანამშრომლებმა გუშინ დააკავეს. მათ ბრალად ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა