გურამ ფალავანდიშვილი - პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გამიწევია, შელაპარაკებაც კი არ ყოფილა

სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული წესით პასუხისგებაში მიცემული გურამ ფალავანდიშვილი სასამართლო პროცესი გადაიდო. შემდეგი სასამართლო სხდომა 8 ივლისს, 14:00 საათზე გაიმართება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, ფალავანდიშვილი განმარტავდა, რომ მას პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

"არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია, შელაპარაკებაც კი არ ყოფილა. უწყება უნდა ჩაგაბაროთო მითხრეს, მაგრამ არავის არაფერი ჩაუბარებია", - განაცხადა ფალავანდიშვილმა.

თავის მხრივ, სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხული პოლიციელები აცხადებდნენ, რომ გურამ ფალავანდიშვილმა მათ უწყების გადაცემისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პოლიციის მისამართით უშვერ სიტყვებს იყენებდა.

"პოლიციელებს გურამ ფალავანდიშვილისთვის უწყება უნდა ჩაებარებინათ, რაზეც ის განრისხდა, დაიწყო შეურაცხმყოფელი სიტყვები, პოლიციელებმა მას სიმშვიდისკენ მოუწოდეს. მათ გააფრთხილეს, რომ თუ კანონიერ მოწოდებას არ დაემორჩილებოდა, ადმინისტრაციული წესით დააკავებდნენ, რაზეც კიდევ უფრო მეტად განრისხდა. ის სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციას, უწყება არ ჩაიბარა, რაზეც კონკრეტული მიზეზი არ განუმარტავს", - განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა ირაკლი ქუხილავამ.

გურამ ფალავანდიშვილი სამართალდამცავებმა 20 ივნისს დააკავეს. მას 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და საზოგადოებრივი წერიგის დარღვევას გულისხმობს.

ცნობისთვის, გურამ ფალავანდიშვილთან სამართალდამცავები გამოკითხვაზე დაბარების მიზნით უწყების ჩასაბარებლად მივიდნენ, რა დროსაც, ფალავანდიშვილმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა