ირაკლი აბესაძე - თუ სახელისუფლებას ობიექტური სურათის შექმნა სურს, თანმიმდევრობა იქნებოდა გიორგი გახარიას გადადგომა

ნორმალური თანმიმდევრობა იქნებოდა გიორგი გახარიას გადადგომა, რომელიც უშუალო პასუხისმგებელია სასტიკ დარბევაზე და შემდგომ, ორგანიზატორების გამოვლენა - ვინ გასცა ბრძანება ასეთი ტიპის დარბევაზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ამით აბესაძე გამოეხმაურა 20-21 ივნისის საქმის გამოძიების ფარგლებში შსს-ს მიერ ოთხი პირის დაკავებას. აბესაძის თქმით, გახარიას უწყების მიერ წარმართული გამოძიება ვერ იქნება დამაჯერებელი იმიტომ, რომ ამ გამოძიების შედეგებზე პირდაპირ არის დამოკიდებული გიორგი გახარიას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

„თუ სახელმწიფოს უნდა, საზოგადოებას დაანახოს, რომ მას ობიექტური სურათის შექმნა სურს, თუ რა მოხდა 20 ივნისის ღამეს, მაშინ ნორმალური თანმიმდევრობა იქნებოდა გახარიას გადადგომა, რომელიც უშუალო პასუხისმგებელია სასტიკ დარბევაზე. შემდგომ, ორგანიზატორების გამოვლენა - ვინ გასცა ბრძანება ასეთი ტიპის დარბევაზე, რაც გასცემდა პასუხს შეკითხვებზე: რატომ ჰქონდათ ასეთი ტყვიები სპეცრაზმელებს, რატომ ჰქონდათ დამიზნებით სროლის ბრძანება როგორც მშვიდობიან დემონსტრანტებზე, ასევე ჟურნალისტებზე. ამის შემდეგ გაირკვევა, რეალურად რას ებრძოდა სახელმწიფო 20 ივნისის ღამეს. ამის ნაცვლად, ხელისუფლება თითქოს უკუღმა იწყებს სურათის აღდგენას რა აიცილა თავიდან.

ეს არის ძალიან სასოწარკვეთილი მცდელობა იმისა, რომ საკუთარი პასუხისმგბელობიდან საზოგადოების ყურადღება გადაიტანონ მოგონილ ბრალდებებზე. ერთი მხრივ, ვხედავთ პოლიტიკოსების წინააღმდეგ ამბოხების მუხლით საქმის ძიებას, ასევე, ვხედავთ დემონსტრანტების წინააღმდეგ ჯგუფური ძალადობის მუხლით გამოძიებას. გახარიას უწყების მიერ წარმართული გამოძიება ვერ იქნება დამაჯერებელი იმიტომ, რომ ამ გამოძიების შედეგებზე პირდაპირ არის დამოკიდებული გიორგი გახარიას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, აღარ ვსაუბრობ თანამდებობრივ პასუხისმგებლობის საკითხზე. ამიტომ ობიექტური სინამდვილის დასადგენად, ხელისუფლებამ პირველ რიგში, უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება გახარიას გადაყენების შესახებ და რაც მთავარია, დაიდოს გამოძიების შედეგები, როგორ და რატომ მომქედებდნენ რიგითი სპეცრაზმელები ასე სასტიკად,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა