აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - მშვიდობის კორპუსი ამერიკის და საქართველოს შორის მეგობრობის მნიშვნელოვანი სიმბოლოა

მშვიდობის კორპუსმა 42 ახალი მოხალისის ფიცის დადების ცერემონია გამართა. ფიცის დადების ცერემონიას ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ელიზაბეთ რუდი ესწრებოდა. როგორც ელჩმა „ინტერპრესნიუსთან" აღნიშნა, მშვიდობის კორპუსი საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მეგობრობის სიმბოლოა.

„მოხარული ვარ, რომ დღეს მშვიდობის კორპუსის 42 ახალი მოხალისე იწყებს სამსახურს საქართველოს მასშტაბით. 2001 წლიდან 800-ზე მეტმა მშვიდობის კორპუსის მოხალისემ იმსახურა საქართველოში. მშვიდობის კორპუსი მნიშვნელოვანი სიმბოლოა ამერიკის და საქართველოს შორის მეგობრობისა და საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის", - განუცხადა „ინტერპრესნიუსს" რუდმა.

მოხალისეების ფიცის დადების ცერემონია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა.

ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის საელჩოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რეგიონალური და ადგილობრივი მთავრობების, პარტნიორი ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები, მასპინძელი ოჯახები და მშვიდობის კორპუსის თანამშრომლები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს