დავით ბერძენიშვილი - ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი კარიკატურული გახდა, რაც მე არ მიხარია

რომც დააკავონ მელია ან სხვა პოლიტიკოსები, არავის ეშინია ამათი დაკავების, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამათი დაკავება ძალიან ხანგრძლივი ვერ იქნება. წინ არჩევნებია, წინ პროპორციული საარჩევნო სისტემაა მოსაპოვებელი, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა Newsroom-ში განაცხადა.

დავით ბერძენიშვილის შეფასებით, როდესაც პოლიტიკოსებს პოლიტიკურად ერჩი და სახელმწიფო გადატრიალებას აბრალებ, ეს იმ პოლიტიკოსებს აძლიერებს, ვისაც ერჩიან.

„დაცვა, როცა არ იცი, არც თავდასხმა იცი, მითუმეტეს არანაირი საფუძველი არ მაქვს ვიფიქრო, რომ ხელისუფლება შეძლებს თავდამსხმელის როლში გამოჩნდეს უკეთ. არაფერს ვამბობ სამართლიანობაზე, იმიტომ რომ ტყუილია, რასაც აკეთებენ. ეს იმას გავს - 5 გოლს რომ გაუშვებს გუნდი და მერე გადაწყვეტს, რომ ახლა უნდა შეუტიოს და ისევ გაუშვებს გოლს. ესე იგი, გავრილოვის ჩამოყვანაც ჩავაწყვეთ ჩვენ და ასეთი ფართომასშტაბიანი შეთქმულებაც, თუ ასე სპონტანურად გავრილოვი მათ ჩამოიყვანეს, მერე სასწრაფოდ მოხერხდა ამდენი ადამიანის მობილიზება, ახალგაზრდების ჩართვა პოლიტიკურ შეკვეთებში? - ეს ხომ არასერიოზულია,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, შემთხვევიდან 2 კვირის შემდეგ, სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბარი იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლება დაბნეულია.

„ამ ვითარებაში ეს ადასტურებს ხელისუფლების უპრინციპობას, უცოდინრობასთან ერთად. კარიკატურული გახდა ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი. ეს მე არ მიხარია, არც ერთი ხელისუფლება საქართველოში, რომელიც არ აღმოჩნდება იმ პასუხისმგებლობის ღირსი , რომელიც მას საზოგადოებამ დააკისრა, არაა კარგი ქვეყნისთვის, ეს ქვეყნის მუხრუჭია“, -აცხადებს ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, გენერალური პროკურატურის განცხადებით, მიმდინარე წლის 20-21ივნისს ცალკეული პირების მიერ ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება იგეგმებოდა. მათივე განმარტებით, დადგენილია, რომ სწორედ ამ განზრახვის განხორციელების პირველი ფაზა მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის იერიშით აღებას, რასაც უნდა მოჰყოლოდა შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ 20 ივნისის ღამეს მომხდარი მოვლენების გამოძიების ფარგლებში უახლოეს პერიოდში გაიზრდება ბრალდებულ პირთა რიცხვი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა