აკაკი ზოიძე 20 ივნისის მოვლენებზე - უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობენ - არ გამიკვირდება, თქვან, რომ აქციაზე მათი ორეულები იყვნენ

ისიც არ გამიკვირდება თქვან, რომ ისინი საერთოდ არ ყოფილან აქციაზე, ან მათი ორეულები იყვნენ. აუცილებელია, თითოეულმა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა ამ პროცესებში, იმიტომ, რომ ამის გარეშე სამოქალაქო თანხმობა იქნება შეუძლებელი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ 20-21 ივნისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ საკუთარი პასუხისმგებლობა განვითარებულ მოვლენებზე უნდა აიღოს.

„ძალიან ბევრი კითხვა გამიჩნდა იმ ღამესთან დაკავშირებით, როცა უკვე ვაანალიზებთ ფაქტებს, როცა უკვე გამოჩნდა პროცესები, კადრებს ვუყურებთ. ეს კითხვები არ დარჩენილა პარლამენტის შტურმზე, კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაზე, აქ მგონი კითხვები არავის აქვს, გარდა იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისა, რომლებიც ახლა ცდილობენ, რომ მოიხსნან ყოველგვარი პასუხისმგებლობა. მე ისიც არ გამიკვირდება თქვან რომ ისინი საერთოდ არ ყოფილან აქციაზე, ან მათი ორეულები იყვნენ. აუცილებელია, თითოეულმა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა ამ პროცესებში, იმიტომ, რომ ამის გარეშე სამოქალაქო თანხმობა იქნება შეუძლებელი.

შეუძლებელია, ჩვენ ეს ფურცელი გადავშალოთ და ამ ფურცლის გადაშლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ის პროცესები, რომელიც ახლა მიდის, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მტრებს ახარებს",- განაცხადა ზოიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს