გია ვოლსკი მიხეილ გიორგაძის გადადგომაზე - საქართველოს სახეა კულტურა და ვფიქრობ, ამ დარგში ახალი ძალა და ენერგიაა საჭირო

საქართველოს სახეა კულტურა და ვფიქრობ, ამ დარგში ახალი ძალა და ენერგიაა საჭირო, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილის მიხეილ გიორგაძის პოსტიდან წასვლას.

„დარგი მისახედია. ბევრი კულტურის ძეგლია, რომელიც მნიშვნელოვნად იქნა წარმოჩენილი, ბევრი კულტურული ღონისძიება ჩატარდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მეტი უნდა იყოს. საქართველოს სახეა კულტურა და ვფიქრობ, ამ დარგში ახალი ძალა და ენერგიაა საჭირო",- აღნიშნა ვოლსკიმ.

რაც შეეხება კითხვას, ხომ არ არის კავშირი მწერლების პროტესტსა და გიორგაძის წასვლას შორის, ვოლსკი ამბობს, რომ ასე არ არის.

„რაც შეეხება მწერლების პროტესტს, რასაკვირველია, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მწერლების ერთ ჯგუფს ან ხელოვანთა ერთ ჯგუფს ყოველთვის აქვს რადიკალურად დაპირისპირებული დამოკიდებულება, ზოგს კრიტიკული და ეს უნდა ახასიათებდეს კიდეც მათ. დამოკიდებული შემოქმედებითი ჯგუფი ან ადამიანი ხელოვნებაში ვერაფერს მიაღწევს",- განაცხადა ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა