აქციის დაშლის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი მიიჩნევს, რომ ბრალდებულები პოლიტპატიმრები არიან

ვნანობ, რომ არ მაქვს კვალიფიკაცია სისხლის სამართლის საქმეებზე, რათა დავიცვა აღნიშნული პოლიტპატიმრები იმ პოლიტიკური რეპრესიებისგან, რომლებსაც სახელმწიფო აწარმოებს, - ამის შესახებ პარლამენტის წინ პოლიციელებზე განხორციელებული ძალადობისთვის დაკავებული ბესიკ თამლიანის ყოფილმა ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობამ დაარღვია კონსტიტუციის ის განაწესი, რომლის მიხედვითაც ერთი და იმავე ქმედების გამო, ერთი და იგივე პირი არ შეიძლება იქნას განმეორებით პასუხისგებაში მიცემული.

"მე ვიცავდი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით რამდენიმე პირის ინტერესებს და ყველა მათგანს შეეფარდა 12-13 დღიანი პატიმრობები, რომელიც შემდეგ სააპელაციო სასამართლომ 3-4 დღემდე შეამცირა და ყველა აღნიშნული პირის დანაშაული ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, მათ შორის, ბესო თამლიანისაც და გამოუშვა დარბაზიდან.

გუშინ, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ჩემი ყოფილი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ბესიკ თამლიანი დააკავეს ამჯერად უკვე სისხლის სამართლის ბრალდებით მასობრივ არეულობაში მონაწილეობის გამო, აბსოლუტურად იგივე ქმედებისთვის ანუ მოცემულ შემთხვევაში დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის ის განაწესი, რომლის მიხედვითაც ერთი და იგივე ქმედების გამო, ერთი და იგივე პირი არ შეიძლება იქნას განმეორებით პასუხისგებაში მიცემული. ამ ქმედებით სახელმწიფომ დაარღვია მისი მოქმედი კონსტიტუცია, კვლავ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლი და იგივე ქმედების გამო დამძიმებული ბრალი წაუყენა თამლიანს და მისცა პასუხისგებაში. პირველად ჩემს ცხოვრებაში მართლა ვნანობ, რომ არ მაქვს კვალიფიკაცია დავიცვა აღნიშნული პოლიტპატიმრები იმ პოლიტიკური რეპრესიებისგან, რომლებსაც სახემწიფო აწარმოებს," - განაცხადა ჩხეიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა