20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებულის დედა - პოლიციელმა ჩემს შვილს ხელკეტი ჩაარტყა, თავზე ჰემატომა აქვს, გაბრაზებულმა ხელი მოუქნია, ფარს მოხვდა და ეს დანაშაულია?

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ბესიკ თამლიანის დედა მისი შვილის გათავისუფლებას ითხოვს და აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა. როგორც რუსუდან თამლიანი აცხადებს, ბესიკ თამლიანის თვალწინ პოლიციელებმა აუზში ჩაყარეს ქალები და ბავშვები და მისი შვილის გაღიზიანებაც სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. თამლიანი აცხადება, რომ მის შვილს პოლიციელისთვის ხელი არ დაურტყამს.

"კარგად გამოიძიონ, ნახონ კადრები. იმ კადრს რომ უჩვენებენ ჩემი შვილი ფარს რომ ურტყამს ხელს, ისიც აჩვენონ როგორ ჩაყარეს ქალები და ბავშვები წყალში. იმათ დასაცავად მოხდა ეს ყველაფერი და ამასაც მოხვდა ხელკეტი", - განაცხადა რუსუდან თამლიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ ბესიკ თამლიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ის გაათავისუფლა პატიმრობიდან. დაკავებულის დედის ინფორმაციით, თამლიანი პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკითხა. რაც შეეხება აქციაზე მის ყოფნას, როგორც რუსუდან თამლიანი ამბობს, მისი შვილი რუსთაველზე რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლის გასაპროტესტებლად მივიდა.

"სამსახურიდან სახლში მოდიოდა, რომ ნახა იქ აქცია მიმდინარეობდა, მანქანა გააჩერა და მივიდა. ჩვენ სოხუმელები ვართ, იქიდან რუსებმა გამოგვყარეს და ეს გავრილოვი რომ წამოგვისკუპეს, იმაზეც იყო გაბრაზებული. აქციაზე მის თვალწინ ქალები და ბავშვები პოლიციელებმა ჩაყარეს აუზში. ეს კადრში ჩანს კიდეც. როდესაც უთხრა რას შვრებითო, პოლიციელმა ხელკეტი მოუქნია. ამის გამო თავზე აქვს ჰემატომა და თვალიც ჩაშავებული ჰქონდა. ამაზე გაბრაზებულმა ხელი მოუქნია, მაგრამ პოლიციელისთვის ხელი არ აქვს გარტყმული და ეს კადრშიც ჩანს. ფარს მოხვდა ხელი და ეს დანაშაულია?" - განაცხადა თამლიანმა.

შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის აქციის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ერთ პირს-ზურაბ ბუდაღაშვილს ბრალი უკვე წარედგინა. რაც შეეხება დანარჩენ 3 პირს, მათთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენა დღეს მოხდება. ცოტნე სოსელია, ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი და ზურაბ ბუდაღაშვილი შს სამინისტროს თანამშრომლებმა გუშინ დააკავეს. მათ ბრალად ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს