სალომე ზურაბიშვილი - როგორც პრეზიდენტი, კონსტიტუციის  გარანტი ვარ და  საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბათუმში სტუმრობის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველასათვის სამაყოა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დიდი ნდობით სარგებლობს.

„იცით, რომ როგორც პრეზიდენტი, მე ვარ კონსტიტუციის გარანტი და ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლო დღეს შესულია ევროპაში მთლიანად, როგორც სრული და ძალიან დაფასებული ნაწილი. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, სექტორალურად ეს არის ევროპაში შესვლის ჩვენი ერთ-ერთი ფორმა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო