ანრი ოხანაშვილი -  ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან მოხდა მშვიდობიანი პროტესტის საბაბად გამოყენება კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ ქმედების განსახორციელებლად

მივიჩნევთ, რომ უნდა წარიმართოს დროული, გამჭირვალე გამოძიება და რაც შეიძლება მალე პასუხი გაეცეს, როგორც პარლამენტში შეჭრის მცდელობის საკითხს და გამოვლენილები იყვნენ მონაწილეები და ორგანიზატორები, ასევე უნდა იყოს გამოძიებული სრულად სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების შემთხვევები,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარე ანრი ოხანაშვილმა უმრავლესობის მიერ დადგენილების პროექტის შეფასებისას განაცხადა, რომელიც 20-21 ივნისის მოვლენებს ეხება.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ აზრის გამოხატვის და შეკრების თავისუფლება განვითარებული მოვლენებისას სრულად უნდა იყო უზრუნველყოფილი.

"მაღალი სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობამ აუცილებლად მივიჩნიეთ, მოვახდინოთ პოლიტიკური შეფასება 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აზრის გამოხატვის და შეკრების თავისუფლება იყო უზრუნველყოფილი. ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან მოხდა მშვიდობიანი პროტესტის საბაბად გამოყენება კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ ქმედების განსახორციელებლად, რაც ეწინააღმდეგება, როგორც სამართლებრივ, ასევე პოლიტიკის მორალურ პრინციპებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული იყო პროპორციული ძალა. პარლამენტში შეჭრის მცდელობა სათანადო რეაგირებას საჭიროებს და ეს რეაგირება ხელისუფლების მხრიდან განხორციელდა",- განაცხადა ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა ასევე მიესალმება, რომ აღნიშნულ პროცესში აქტიურად არის ჩართული ომბუდსმენის აპარატი.

"რაც შეეხება გამოძიებას, ჩვენ პარლამენტის დადგენილების პროექტით მივიჩნევთ, რომ უნდა წარიმართოს დროული, გამჭირვალე გამოძიება და რაც შეიძლება მალე პასუხი გაეცეს, როგორც პარლამენტში შეჭრის მცდელობის საკითხს და გამოვლენილები იყვნენ მონაწილეები და ორგანიზატორები, ასევე უნდა იყოს გამოძიებული სრულად სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების შემთხვევები. ჩვენ მივესალმებით სახალხო დამცველის ჩართულობას ამ პროცესში, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს ჩართულობა ხელს შეუწყობს პროცესის გამჭირვალობას და სანდოობას",- განაცხადა ოხანაშილმა.

შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უმრავლესობამ დადგენილების პროექტი შეიმუშავა და დაარეგისტრირა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა