„სამოქალაქო მოძრაობა“ ინიციატივით გამოდის, პარლამენტში მანდატების რაოდენობა 150-იდან 100-მდე შემცირდეს

ჩვენი ინიციატივა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს პარლამენტში მანდატების რაოდენობა 150-იდან შემცირდეს ასამდე,”- ამის შესახებ “სამოქალაქო მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სამოქალაქო მოძრაობამ” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საპარლამენტო კომისიის მუშაობაში ჩართვის თხოვნით მიმართა, რომელიც საქმიანობას დაიწყებს პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით.

იოსელიანის თქმით, საჭიროა ცვლილებები, რადგან პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის მიმართ, მოსახლეობის ნდობა წლიდან წლამდე მცირდება, რასაც ადასტურებს საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების კვლევები.

„საქართველოს პარლამენტში უნდა იყვნენ აქტიური პარლამენტის წევრები, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი აზრი ქვეყანაში მინდინარე პროცესებთან დაკავშირებით. რეალურად, ყველა წინა პარლამენტი, ძირითადად დაკომპლექტებული იყო,

განსაკუთრებით მმართველ პარტიაში, ტექნიკური პარლამენტარებით ანუ მდუმარე პარლამენტარებით, რომელთა ფუნქციაც იყო მხოლოდ კონკრეტულ მომენტში ღილაკზე ხელის დაჭერა. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ სხვა ქვეყნების გამოცდილებაც და თუ გადავხედავთ ევროპულ ქვეყნებს, ვნახავთ, რომ საშუალოდ ერთ მანდატზე მოდის 35 ათასიდან 50 ათასამდე ამომრჩეველი, ჩვენთან ეს ციფრი მნიშვნელოვნად დაბალია - 23 ათასი. გარდა ამისა, არ არის უმნიშვნელო ხარჯები,

რომლებსაც წევს პარლამენტი პარლამენტარების და მთლიანად აპარატის შესანახად, ეს დაახლობით წელიწადში არის 51 მილიონი ლარი. პარლამენტარების რაოდენობის შემცირებით შემცირდება ხარჯი, რომლებსაც ჩვენ მოქალაქეები ვიხდით მდუმარე პარლამენტარების შესანახად.

პარლამენტის წევრების შემცირება ხელს შეუწყობს პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობის გაზრდას, რომ საკუთარი სია დააკომპლექტონ იმდაგვარი კანდიდატებით, რომლებიც პარლამენტში იმუშავებენ და დაკავებული იქნებიან საკანონმდებლო საქმიანობით.

აქედან გამომდინარე, მივმართავ როგორც მმართველ გუნდს, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ მათ გარეშე ეს ცვლილებები ვერ განხორციელდება, ვიფიქროთ პარლამენტის წევრების შემცირების თაობაზე,”- განაცხადა იოსელიანმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო