კრისტიან ურსე - სოციალურ ქსელებში მოსამართლეთა აქტივობის საკითხი შესწავლილი არ არის და მასზე მზა პასუხები არ არსებობს

მოსამართლეთა აქტივობა სოციალურ ქსელებში ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად განიხილება ევროპის ქვეყნებშიც, ეს არ არის შესწავლილი საკითხი და მასზე მზა პასუხები არ არსებობს, - ეს განცხადება ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ ჟურნალისტებთან პირველი საერთაშორისო ფორუმის „გამოხატვის თავისუფლება და სამოსამართლეო ეთიკის“ ფარგლებში გააკეთა.

მისივე თქმით, ფორუმზე ექსპერტებმა ჩეხეთისა და პორტუგალიის მაგალითები გაუზიარეს.

„დღევანდელი ღონისძიება მიეძღვნა სოციალური მედიის გამოყენებას სასამართლო ხელისუფლების მიერ და კონკრეტულად მოსამართლეების მიერ. მოსამართლეთა აქტივობა სოციალურ ქსელებში ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად განიხილება ევროპის ქვეყნებშიც, ეს არ არის შესწავლილი საკითხი და მასზე მზა პასუხები არ არსებობს. ჩვენი ექსპერტები წარმოადგენენ რამდენიმე ქვეყნის მაგალითებს და გამოცდილებას. მაგალითად, ჩეხეთისას და პორტუგალიისას ამ მიმართულებით. ამ ქვეყნებმა შეძლეს და გარკვეული რეგულაციები მიიღეს. სწორედ ამ რეგულაციებს განვიხილავთ და როგორ შეიძლება ეს რეგულაციები გამოადგეს საქართველოს თავისი საკუთარი რეგულაციების ჩამოყალიბებაში,“ - განაცხადა კრისტიან ურსემ.

შეგახსენებთ, ფორუმს, რომლის მიზანიც არის ცნობიერების ამაღლება გამოხატვის თავისუფლებასა და სამოსამართლო ეთიკაზე, ორგანიზებას უწევს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, ევროპის საბჭო, ევროკავშირის სასამართლო მხადაჭერის პროექტი და USAID-ის პროგრამა კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო