სოციალური მომსახურების სააგენტო ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალს მართავს

სოციალური მომსახურების სააგენტო ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალს მართავს. ფესტივალის მონაწილეებს 65-მდე კომპანიამ 2000-ზე მეტ ვაკანსია შესთავაზა. სამუშაო ადგილები სადაზღვეო, საბანკო, სამომხმარებლო-სავაჭრო, სააფთიაქო, ენერგეტიკისა და რკინიგზის სფეროებიდან იყო წარმოდგენილი. ახალგაზრდებს სტაჟირებისა და სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი ერთჯერადი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.

"დასაქმების ფესტივალზე წარმოდგენილია 65-მდე დამსაქმებელი 2000-ზე მერი ვაკანსიით, დაწყებული საბანკო სექტორიდან, დამთავრებული სავაჭრო სექტორამდე. ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი, რითაც სახელმწიფო ეხმარება სამუშაოს მაძიებლებს დასაქმებაში. გარდა ასეთი ტიპის ერთჯერადი ღონისძიებებისა, რომელიც პერიოდულად ტარდება, ჩვენ ასევე გვაქვს მუდმივმოქნედი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამები, ანუ მოკლევადიანი ტრენინგის კურსები, რომელის ხარჯებსაც სახელმწიფო სრულად ანაზღაურებს. გარდა ამისა, არის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამები, რომლის ფარგლებშიც 3 თვის განმავლობაში მათ შეუძლიათ იარონ სამსახურში და დაუმტკიცონ დამსაქმებელს თავიანთი კვალიფიკაცია. ამასთან, დასაქმების მაძიებლებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ worknet.gov.ge -ზე და თავადაც მოიძიონ სამუშაოები. მსგავსი ტიპის ერთჯერადი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება. ე.წ. სამუშაოს მხარდაჭრის სერვისები და ინდივიდუალური მუშაობა სამუშაოს მაძიებლებთან ჯერჯერობით მწირი სერვისია, რის გაძლიერებასაც ვაპირებთ",- განაცხადა ბარკალაიამ.

ცნობისთვის, დასაქმების ფესტივალში, 18-დან 36 წლამდე ასაკის ახალგაზრდები, როგორც უმაღლესი, ისე პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები და კურსდამთავრებულები მონაწილეობენ.

როგორც ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, მსგავსი ღონისძიებები უმუშევრობის დონის შემცირების ეფექტური ინსტრუმენტია და მის მიზანს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოფხვრა წარმოადგენს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა ფესტივალის მონაწილეებს დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებსაც აცნობენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა