ანრი ოხანაშვილი 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებზე - როგორ შეიძლება საუბარი პოლიტიკურ დევნაზე, როცა პირდაპირ ეთერში ყველამ ნახა, როგორი ძალადობრივი ქმედებები განხორციელდა

როგორ შეიძლება საუბარი პოლიტიკურ დევნაზე, მაშინ როცა პირდაპირ ეთერში სრულიად საქართველომ და მთელმა საზოგადოებამ ნახა როგორი ძალადობრივი ქმედებები განხორციელდა, - ასე ეხმაურება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის განცხადებებს, რომ დაკავებები, რომელიც განხორციელდა 20-21 ივნისის მოვლენებზე, პოლიტიკური დევნაა.

„კონსტიტუციური წესრიგის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები, როგორც სამართლებრივ, ასევე პოლიტიკის მორალურ პრინციპებს უხეშად არღვევს. ნებისმიერი ამ ქმედების განმახორციელებელი პირის მიმართ საჭიროა სათანადო რეაგირება და წარმოუდგენელია რა კავშირშია, როგორ შეიძლება საუბარი პოლიტიკურ დევნაზე, მაშინ როცა პირდაპირ ეთერში სრულიად საქართველომ და მთელმა საზოგადოებამ ნახა, როგორი ძალადობრივი ქმედებები განხორციელდა",- განაცხადა ოხანაშვილმა.

ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე - „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა გაცილებით უფრო მოკრძალებული, მაგრამ, ამავდროულად, გაცილებით უფრო რეალისტურია
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)