რომან გოცირიძე - პარლამენტში „გავრილოვის სიის“ ძალიან ეშინიათ

რეზოლუცია, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა, არის საპასუხო რეაქცია იმ დადგენილების პროექტზე, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ და რომელსაც ჰქვია „გავრილოვის სია”. „გავრილოვის სიის“ ძალიან ეშინიათ პარლამენტში, - ამის შესახებ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გოცირიძის თქმით, ისინი „გავრილოვი სიას“ ბოლომდე მიიყვანენ, მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიის მიერ წარდგენილი დადგენილების მხარდაჭერის იმედი არ აქვთ.

„გავრილოვის სია“ რამდენიმე საკითხს მოიცავს, მათ შორის ყველა იმ ქართველი ჩინოვნიკის და დეპუტატის სიაში შეყვანას, რომელმაც კრიზისის წარმოქმნას ხელი შეუწყო, გავრილოვის მოწვევას, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის გაუქმებას და პატიმრობის ნებართვის მიცემას. „გავრილოვის სიის“ ძალიან ეშინიათ პარლამენტში. ვინაიდან, მსგავსი სიები - მაგნიტსკის სია, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, საკმაოდ სერიოზულ სანქციებს ითვალისწინებს, მაგალითად, სავიზო შეზღუდვებს უცხოეთში, ანგარიშების გაყინვას. ტყუილად ამბობენ, რომ პარლამენტში 28 მილიონერია. ეს არის ოფიციალური, არაოფიციალური და გადამალულფულიანი არის კიდევ ორჯერ ოცდარვა. როგორც ჩანს, მათაც ძალიან დიდი კითხვის ნიშნები გაუჩნდათ “გავრილოვის სიის” შემდეგ საკუთარ ბედზე. ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ „გავრილოვის სიას“, პარლამენტი დიდი ალბათობით ჩააგდებს, მაგრამ დამოუკიდებლად მივმართავთ საელჩოებს და სხვა ორგანიზაციებს, რომ გატარდეს სანქციები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც რუსეთის ნებას დაემორჩილნენ და ქვეყანაში შექმნეს კრიზისი, რამაც ადამიანების დასახიჩრება გამოიწვია”,-აცხადებს გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უმრავლესობამ შეიმუშავა და დაარეგისტრირა დადგენილების პროექტი. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, „ეს განაპირობა არსებული ვითარების პოლიტიკური შეფასების აუცილებლობამ, ვინაიდან სახეზეა პროცესების რადიკალიზაციის და დაპირისპირების მუხტის პოლიტიკური პლატფორმიდან საზოგადოებაში გავრცელების ნიშნები, რაც ქვეყნის სტაბილურობას და ეკონომიკური ზრდის ინტერესს უპირისპირდება“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს