„ლელოს“ ინფორმაციით, კანადამ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ვიზა არ მისცა

„ლელოს“ ინფორმაციით, კანადამ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ვიზა არ მისცა. დღეს, მონრეალში, ძიუდოისტთა “დიდი პრიზის“ მორიგი ტურნირი იწყება, რომელშიც საქართველოს ვაჟთა ნაკრებსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა ქართველი ძიუდოისტები კანადაში არ იასპარეზებენ.

„ლელოს“ ცნობით, მიზეზი სავიზო პრობლემაა - ვიზა გუნდის მხოლოდ სამმა წევრმა მიიღო: მწვრთნელმა, ექიმმა და ერთმა სპორტსმენმა, რის გამოც წასვლაზე საერთოდ უარი ითქვა.

კანადის ნაცვლად, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები უნგრეთისა და ხორვატიის ანალოგიური რანგის შეჯიბრებებზე გადანაწილდება.

იხილეთ ვიდეო: "ლელოს" ინფორმაციით, კანადამ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ვიზა არ მისცა

გიორგი ანთაძე - საქართველო ვაშინგტონისა და თავისუფალი სამყაროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ეს როლი და ფუნქცია ბოლომდე უნდა ავითვისოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.01.2021
ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიას" დამფუძნებელი კომპანია Eurohold, ბულგარეთში ელექტროენერგიის უდიდესი მომწოდებელი კომპანიის მფლობელი გახდა
სილქფესტი მომხმარებლებს უქმეებზე ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას სთავაზობს