აქციაზე, რომლის მონაწილეებმა გმირთა მოედნის ესტაკატიდან პლაკატები წარწერით "გახარია წადი" გადმოფინეს, შეხლა-შემოხლა იყო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის" ორგანიზებით, გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია-პერფორმანსი მიმდინარეობს. მათ სიმბოლურად გმირთა მოედნის ესტაკატიდან პლაკატები წარწერით "გახარია წადი" გადმოფინეს. აქციაზე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ფიზიკური დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა პროვოკატორის გამოჩენამ გამოიწვია.

გიორგი გახარია აუცილებლად უნდა წავიდეს. აუცილებლად უნდა დაისაჯოს იმ სისხლიანი ღამისთვის, რაც 20-21 ივნისს მოგვიწყო. ნამდვილად არ შერჩება გახარიას იმ თვალებდათხრილი ადამიანების სისხლი. ამ აქციით კი კიდევ ერთხელ შევახსენებთ მას, რომ ის არის სისხლიანი და აუცილებლად უნდა გადადგეს", - განაცხადა აქცია-პერფორმანსის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მარიამ ბაშარულმა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა