მცირე და საშუალო განთავსების ობიექტების წარმომადგენლებისთვის თბილისის მერია კომპანია „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით სემინარს გეგმავს

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური კომპანია „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით, 9 ივლისს, 11:00 საათზე სასტუმრო „ბილტმორში“ ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებისთვის ჩაატარებს სემინარს „მცირე და საშუალო ზომის განთავსების ობიექტების გამოწვევები და შესაძლებლობები“.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, კომპანია „გალტ ენდ თაგარტი“, რომელიც წლებია აქტიურად მუშაობს საქართველოს ტურიზმის სექტორში, მსმენელებს გააცნობს სფეროს უახლეს ტენდენციებს, განიხილავს ფასების დინამიკას, კონკურენციას ბაზრის სხვადასხვა მოთამაშეებს შორის, დატვირთვას, ტურისტულ ელექტრონულ პლატფორმებს, სასტუმროების პოზიციონირებას (მინიმუმ 10 სასტუმრო ოთახი), კრიზისული პერიოდების მართვას, სპეციალურ საბანკო პროდუქტებს, დონორების პროგრამებს.

მათივე ინფორმაციით, ამასთან ერთად, „საქართველოს ბანკის“ მარკეტინგის ჯგუფის წარმომადგენლები ისაუბრებენ თანამედროვე ციფრული მაკეტინგის ტექნოლოგიაზე და მის არხებზე, ასევე, ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორისთვის ხელმისაწვდომ ფინანსურ პროდუქტებზე.

„ზემოაღნიშნული საკითხების გარდა, კომპანია „გალტ ენდ თაგარტი“ ევროპული ქვეყნების მაგალითზე განიხილავს შედარებით პატარა სასტუმროების განვითარების დინამიკას.

სემინარზე დასწრება თავისუფალია და შეუძლია ყველა მცირე და საშუალო განთავსების ობიექტის თანამშრომელს.

სამომავლოდ, მსგავსი ტიპის სემინარები ჩატარდება გიდებისთვის და Airbnb და booking -ზე განთავსებული ბინების მესაკუთრეებისთვის“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა