სალომე სამადაშვილი - საერთაშორისო პარტნიორებისთვის გასაგებია რას ნიშნავს, ის სამართლებრივ-პოლიტიკური შევიწროება, რაც ხელისუფლებამ ოპოზიციის წინააღმდეგ დაიწყო

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის საკმაოდ ნათლად არის გასაგები რას ნიშნავს, ის სამართლებრივ-პოლიტიკური შევიწროება, რომელიც ხელისუფლებამ ოპოზიციის წინააღმდეგ დაიწყო,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დღესვე დიპლომატიურ კორპუსს საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე “ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია განემარტა.

ნიკა მელიას საქმე განვიხილეთ, რომელსაც ეზღუდება მისი უფლებამოსილების განხორციელების კონსტიტუციური შესაძლებლობა - სახელმწიფო არღვევს კონსტიტუციას. საუბარი გვქონდა პოლიტიკურ დევნაზე, რომელიც გუშინ პროკურატურამ დაანონსა. საუბარი გვქონდა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, განვმარტეთ ჩვენი პოზიცია. ვფიქრობთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის საკმაოდ გასაგებია რას ნიშნავს ის სამართლებრივ-პოლიტიკური შევიწროება, რომელიც ხელისუფლებამ ოპოზიციის წინააღმდეგ დაიწყო. თუნდაც ის ფაქტი, რომ დღეს ნიკა მელია არ ესწრებოდა ამ შეხვედრას, რადგან გაურკვეველია აქვს თუ არა მას გადაადგილების უფლება, მათ შორის პარლამენტში, რომ მოვიდეს და შეხვდეს დიპლომატებს”,-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა