გარემოს ეროვნული სააგენტოს დარგობრივი მიმართულებების სპეციალისტები საკვალიფიკაციო კურსებს სლოვაკეთში, უკრაინაში, ესპანეთსა და იტალიაში გაივლიან

განათლების საერთაშორისო ცენტრის პროექტის - „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2019“ - ის ფარგლებში,გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს დარგობრივი მიმართულებების სპეციალისტები საკვალიფიკაციო კურსებს სლოვაკეთში, უკრაინაში, ესპანეთსა და იტალიაში გაივლიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა სპეციალისტების გადამზადებას და სააგენტოს დარგობრივი მიმართულებების მნიშვნელოვნად გაძლიერებას. პროექტის ფარგლებში გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალგაზრდა სპეციალისტებს შესაძლებლობა ექნებათ სამი თვის განმავლობაში, კვალიფიკაცია აიმაღლონ მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში.

„გარემოს ეროვნულ სააგენტოს, განათლების საერთაშორისო ცენტრთან აქტიურად თანამშრომლობის შედეგია გასულ წელს ორი, ხოლო მიმდინარე წელს ოთხი დარგობრივი მიმართულების სპეცილისტის მივლინება კვალიფიკაციის ასამაღლებლად ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში.

სააგენტო საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა