კახა კალაძე - თუ ვინმეს ბინა აქვს რუსეთში, ეს დანაშაულია?!

თუ ვიღაცას ბინა აქვს რუსეთში, ნამდვილად არ მგონია ეს რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს, თუნდაც ბიზნეს ინტერესები ჰქონდეს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ კითხვას, რომლის მიხედვით, "აი ფაქტმა" მოამზადა გამოძიება, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს დეპუტატები რუსულ ფინანსებზე არიან დამოკიდებულები და ანაბრები აქვთ ისეთ რუსულ ბანკებში, რომლებიც "ოკუპაციის შესახებ კანონს" არღვევენ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, პირადად "აიფაქტის" გამოძიებას არ ენდობა და ამის საფუძველიც აქვს. მისი თქმით, ბიზნესის განხორციელების მხრივ რუსეთში პრობლემას ვერ ხედავს და ასევე პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ რუსმა ინვესტორებმა ბიზნესი აწარმოონ.

„პირადად ჩემთან მიმართებაში იყო ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც ისინი ცრუ ინფორმაციებს ავრცელებდნენ და ამის თაობაზე მე არაერთხელ მომიწია განმარტებების გაკეთება. მაქვს საფუძველი იმისა, რომ მათ არ ვენდო და მეორე, თუ ვიღაცას ბინა აქვს რუსეთში, ეს დანაშაულია?! მე, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ და საერთოდ, რა გვიკვირს, როდესაც ისეთი მსხვილი რუსული კომპანიები, მაგალითად, ენერგეტიკაში დღეს საქართველოში არიან, სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებენ თავიანთ საქმიანობას. ხომ, ვიცით, ეს როდის და რომელ წლებში განხორციელდა?! ასე, რომ თუ ვიღაცას, ბინა აქვს რუსეთში, ნამდვილად არმგონია ეს რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს",- განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა