კახა კალაძე უგულავას, ოქრუაშვილის და ბარამიძის გამოკითხვაზე - რა შუაშია პოლიტიკური დევნა?

თუ არის კონკრეტული კითხვები ამა თუ იმ ადამიანთან ან პოლიტიკოსთან, კანონის ფარგლებში ყველამ უნდა გასცეს პასუხი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საგამოძიებო უწყებაში ოპოზიციის წევრების - გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გია ბარამიძის დაბარების საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ამ შემთხევაში პოლიტიკურ დევნაზე საუბარი არაფერ შუაშია.

„თუ ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეებს იბარებენ დაკითხვაზე და თუ კითხვები არსებობს აღნიშნულ პოლიტიკოსებთან, რა შუაშია აქ, პოლიტიკური დევნა?! ერთი რამ მინდა ვთქვა - დღეს, მე ვარ პოლიტიკოსი, ქალაქის მერი და მინდა, გულწრფელად გითხრათ, რომ არაფრით განვსხვავდები რიგითი მოქალაქისგან. ჩემი უფლებები არის ისეთი, როგორც ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქისაა, თუმცა მაქვს ორჯერ მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე თუნდაც თქვენ გაქვთ ან რიგით მოქალაქეს აქვს. შესაბამისად, რა შუაშია პოლიტიკური დევნა, თუ არის კონკრეტული კითხვები ამა თუ იმ ადამიანთან ან პოლიტიკოსთან, კანონის ფარგლებში ყველამ უნდა გასცეს პასუხი“, - განაცხადა კალძემ.

რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას, მისი თქმით, ამის თაობაზე მას არანაირი ინფორმაცია არ აქვს. ამასთან, კალაძის განმარტებით, არ იზიარებს ოპოზიციის პოზიციას, რომლის თანახმად „ქართული ოცნება“ და პროკურატურა ცდილობენ დაფარონ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი.

„არ ვეთანხმები ამას. დაველოდოთ გამოძიებას. როგორც ვიცით, მოკვლევა ასევე დაწყებულია ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით და არაფერზე არ უნდა დავხუჭოთ თვალი და არავის უნდა ეპატიოს დანაშაული“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო