ზურაბ ჭიაბერაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე - საქართველოს ერთადერთი კონფლიქტი აქვს - ესაა კონფლიქტი რუსეთთან

„ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, რომელსაც 56 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, სიტყვით გამოვიდა და თბილისში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. „კოლეგებო, მე-16 დღეა ათიათასობით ქართველი თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აპროტესტებს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას. მინდა მივესალმო მათ ამ დარბაზიდან. მომხსენებლისა და კოლეგების ყურადღებას მივაპყრობ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ერთადერთი კონფლიქტი აქვს - ესაა კონფლიქტი რუსეთთან. არსებობს ამ კონფლიქტის ეთნიკური შემადგენელი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ რუსეთმა მოახდინა 90-იან წლებში ამ კონფლიქტის პროვოცირება და დღემდე იყენებს მას. სწორედ რუსეთია, როგორც ოკუპანტი, პასუხისმგებელი იმაზე, რომ ძვრა არ არის კონფლიქტის მოგვარებაში. სწორედ რუსეთია, როგორც ოკუპანტი, პასუხისმგებელი იმაზე, რომ ასი ათასობით დევნილი და ლტოლვილი ვერ ბრუნდება საკუთარ სახლში. სწორედ რუსეთია, როგორც ოკუპანტი, პასუხისმგებელი იმაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილი აქვს ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებს“, - ზურაბ ჭიაბერაშვილი.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა