კახა კალაძის განცხადებით, სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მიწისზედა მეტროს სრული პროექტი წლის ბოლოსთვის იქნება წარმოდგენილი

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მიწისზედა მეტროს სრული პროექტი, დაახლოებით, წლის ბოლოსთვის იქნება წარმოდგენილი.

„ეს არის სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი, მიწისზედა მეტროს პროექტი, რომლიც ძალიან მაგარი იქნება. გარდა ამისა, გვექნება სრული მონაცემები, თბილისიდან რუსთავის მიმართულებით რამდენად სწორი იქნება ამ პროექტის განხორციელება. შემდეგ უკვე 2020 წლიდან ვიფიქრებთ თბილისი-რუსთავის პროექტის განხორციელებაზე, თუ პროექტი დადებითი იქნება.

სამგორს და ლილოს მიმართულებას რაც შეეხება, ამ პროექტის განხორციელება წლის ბოლომდე დაიწყება“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება თბილისის მეტროში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას, მერის განცხადებით, ამას დაახლოებით ერთი წელი დასჭირდება.

„მეტროსთან დაკავშირებით ჩვენ წინასწარ გავაფრთხილეთ მოსახლეობა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ერთი საათით ადრე დასრულდება მეტროს მუშაობა იმისთვის, რომ მოხდეს ძირეული პრობლემის აღმოფხვრა. ეს არის ძალოვანი კაბელის და ზოგადად, ელექტროგადამცემი ხაზების, სასიგნალო სისტემების ცვლილება, ეს არის სავენტილაციო სისტემის მთლიანად ცვლილება მთელ მეტროში. დაახლოებით, ერთი წელი დასჭირდება ამ სამუშაოებს. პარალელურად, დავიწყეთ უკვე არსებული მეტროს ვაგონების სარეაბილიტაციო სამუშაოები და ამით უკვე მთლიანად დავამთავრებთ იმ ვაგონების მოდერნიზებას, რომელიც ექვემდებარება ამ სამუშაოებს . შემდეგ უკვე მოგვიწევს ახალი ვაგონების შესყიდვა, რადგან ის ძველი ვაგონები, რომელიც უკვე 50 წელზე მეტს ითვლის, არ ექვემდებარება არანაირ აღდგენასა და რეაბილიტაციას“, - განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს