მაია რჩეულიშვილისა და მისი ადვოკატის ბექა ბასილაიას გამოუცხადებლობის გამო, სასამართლო სხდომა გადაიდო

„ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმეზე, ბათუმის „თეთრი მაგნოლიას“ ეპიზოდზე ბრალდებულების, მაია და გუკა რჩეულიშვილების სასამართლო პროცესი გადაიდო. სასამართლო სხდომა 26 ივლისს, 16:00 საათზე გაიმართება.

პროცესის გადადების მიზეზი სხდომაზე მაია რჩეულიშვილისა და მისი ადვოკატის ბექა ბასილაიას გამოუცხადებლობა გახდა. როგორც სასამართლო პროცესზე გუკა რჩეულიშვილმა განაცხადა, ბექა ბასილაია რუსთაველის გამზირზე მოშიმშილეთა შორის ერთ-ერთია. სწორედ, აღნიშნულის გამო ვერ შეძლო მან სხდომაზე გამოცხადება.

„ბექა ბასილაიას ვესაუბრე, მინდოდა მეთქვა, რომ შიმშილობა შეეწყვიტა, ძალიან დასუსტებულია, მაგრამ ვერაფერზე დავითანხმე", - განაცხადა რჩეულიშვილმა.

„თეთრი მაგნოლიას“ ეპიზოდზე ბრალდებულები არიან მაია და გუკა რჩეულიშვილები. მათ სახელმწიფო ბრალდება მენაშენეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისებას ედავება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა