განათლების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის მიხეილ გიორგაძის უფლება-მოვალეობებს ლევან ხარატიშვილი გადაიბარებს

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილის მიხეილ გიორგაძის უფლება-მოვალეობებს მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი გადაიბარებს.

ხარატიშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე 2018 წლიდანაა. 2014 -2018 საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი​ს მოადგილე იყო.

უწყებაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა, აცხადებენ, რომ მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ჯერჯერობით კანდიდატების შერჩევა არ მიმდინარეობს.

ცნობისთვის, მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს სოციალურ ქსელში გააკეთა.

განათლების მინისტრს ამჟამად 4 მოადგილე ჰყავს: ლევან ხარატიშვილი, შალვა გოგოლაძე, ირინე აბულაძე და ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს