მამუკა არეშიძე - დავით გარეჯის თემა პოლიტიკურ დონეზე უნდა დაკონსერვდეს, სხვა შემთხვევაში, ორ ქვეყანას შორის კონფრონტაციას ექნება ადგილი

დავით გარეჯის თემა პოლიტიკურ დონეზე უნდა დაკონსერვდეს, სხვა შემთხვევაში, კონფრონტაციას ექნება ადგილი ორ ქვეყანას შორის,- ეს განცხადება „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ გააკეთა. მისივე თქმით, აზერბაიჯანული მხარის „გაჯიუტებას“ თავისი პოლიტიკური სარჩული აქვს.

„შევიდა თუ არა ჩიხში მოლაპარაკებები?! - მე არაფრის გამორიცხვა არ შემიძლია, რადგან ეს ყველაფერი მხოლოდ ქართულ მხარეზე არ არის დამოკიდებული. ქართული მხარე ან უნდა შევიდეს აზერბაიჯანთან კონფრონტაციის რეჟიმში, ან რაღაც რაღაცაში უნდა გაიცვალოს. ამ მიმართულებით ქართული მხარის აქტიურობა საჭიროა, მაგრამ საჭიროა იმის ცოდნა რატომ ხდება აზერბაიჯანის მხრიდან ასეთი სიჯიუტე. მიზეზი ისაა, რომ აზერბაიჯანული მხარე თვლის, რომ ეს მათთვის წამგებიანია, რადგან მაშინ მათ დოქტრინას, რაც გულისხმობს რომ ყველა ქრისტიანული ძეგლი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არის ალბანური წარმომავლობის, წყალი შეუდგება. პირველ რიგში, ეს მათთვის წამგებიანი იქნება ყარაბახის თემასთან დაკავშირებით, რადგან აზერბაიჯანელები აგერესიულად აყენებენ საკითხს, რომ ყარაბახის ტერიტორიაზე განლაგებული ყველა ქრისტიანული ძეგლი არის ალბანური. სომხები კი პირიქით ამბობენ, რომ ძეგლები ყარაბახში სომხურია. აზერბაიჯანული მხარის აზრით, საკმარისია დათმონ მცირე ნაწილი დავით გარეჯის მონაკვეთიდან სომხეთს მიეცემა დამატებითი არგუმენტები“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

ექსპერტი პოლიტიკოსებს ორ რჩევას აძლებს, კერძოდ, გააქტიურონ ტერიტორიების გაცვლის საკითხი ან პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და პირადად ბიძინა ივანიშვილი ჩაერთონ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებაში, რომ დავით გარეჯის სადავო ტერიტორიის გარკვევის საკითხი დროებით დაკონსერვდეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს