თამარ ხულორდავა საქართველოში ფინეთის ელჩს, არია მაკონენს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ფინეთის ელჩს საქართველოში, არია მაკონენს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, მხარეებმა ევროკავშირში მიმდინარე მოვლენებზე, ევროპარლამენტის არჩევნებზე, საპარლამენტო კომიტეტებისა და დელეგაციების ფორმირებაზე აგრეთვე, ბრექსიტის შედეგებზე და მიგრაციის პრობლემებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე პროგრამებზე.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე როგორც ფინეთსა და რუსეთს შორის, ასევე, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს.

თამარ ხულორდავამ ხაზი გაუსვა ასეთი მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრების დროს საქართველოს მიმართ რუსეთის შეუსრულებელ ვალდებულებებზე განსაკუთრებული აქცენტის საჭიროებას.ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, მათ შორის ჟენევის მოლაპარაკების შესახებ. ასევე, საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე რუსეთის პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. თამარ ხულორდავამ შეხვედრისას, ხაზი გაუსვა საქართველოსთვის უფრო სტაბილური ბაზრების მათ შორის, ევროკავშირის ბაზრის ათვისების და მასზე დამკვიდრების აუცილებლობას. საუბარი ასევე, შეეხო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს მათ შორის, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

ქართველმა კანონმდებელმა სტუმარს გააცნო ის პრობლემები, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებას სდევს თან. მათ შორის, მისაღები ეროვნული გამოცდების წინ გამშვები პუნქტის ჩაკეტვას აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე. კომიტეტის თავმჯდომარემ ფინეთის ელჩს საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს საქართველოს საკითხების წინა პლანზე წამოსაწევად მხარდაჭერა სთხოვა.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, რუსეთთან ურთიერთობისას ფინეთი ხელმძღვანელობს ევროკავშირის პრინციპებით და ემხრობა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს. მისი თქმით, ქვეყნებს შორის ორმხრივი დიალოგის დროს ხშირად განიხილება ისეთი პრობლემური საკითხები, როგორც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებია.

სტუმარმა თამარ ხულორდავას ფინეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებისა და მთავრობის ფორმირების შედეგები გააცნო. მან ასევე ფინეთის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ევროპის მდგრადი მომავლისთვის, ფინეთის თავმჯდომარეობის პერიოდში, განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა თანასწორობის განმტკიცებას, გარემოს დაცვას, ევროპის ერთიანი ბაზრის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას, კანონის უზენაესობას და დემოკრატიას, განათლების სფეროს და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა