20-21 ივნისის მოვლენებისას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილი პროტესტის ნიშნად ადვოკატის მომსახურებაზე უარს ამბობს.
როგორც ბუდაღაშვილის დედა მაგული გობეჯიშვილი ამბობს, მისი შვილი თავის დაცვას თვითონ აპირებს. ამასთან, ბუდაღაშვილის პროტესტის მიუხედავად, ოჯახი ცდილობს საქმეში ადვოკატი მაინც ჩართოს.