რუსი ოპოზიციონერი - რუსეთის ხელისუფლებას იმპერიის აღდგენა სურს

მე არ განვიხილავ საქართველოს, როგორც საკუთარი ქვეყნის ნაწილს, როგორც საკუთარი სამშობლოს ნაწილს ან როგორც რაღაც იმპერიის ნაწილს,- ამის შესახებ პარტია „იაბლოკოს“ თავმჯდომარის მოადგილე, ალექსანდრ გნეზდილოვმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებას სურს იმპერიის აღდგენა.

„თუ მათ გულწრფელობას დავუჯერებთ, მათ სურთ იმპერიის აღდგენა, გავლენის აღდგენა და დასავლეთთან რევანშის აღება, საქართველოსა და უკრაინას კი განიხილავენ, როგორც გარკვეულ ტერიტორიას რუსეთსა და დასავლეთს შორის ბრძოლისთვის. ტელევიზორში არაერთხელ მომისმენია, ჩემი აზრით, საქართველოსა და უკრაინისთვის შეურაცხმყოფელი საუბრები. შეურაცხმყოფელი არა პირდაპირ, არამედ ირიბად, იმ გაგებით, რომ თავად უკრაინელები, ქართველები არ არიან ცუდები, ისინი არ არიან ჩვენი მტრები. მათ სხვა ადამიანებმა თავი გამოუჭედეს, ისინი თოჯინები, მარიონეტები არიან, ისინი კი ებრძვიან ოკეანის გადაღმა მყოფ მარიონეტების მმართველებს. ჩემი აზრით, საქართველოს ან უკრაინის სუბიექტურობის ასეთი უარყოფა, იმის შეუგნებლობა, რომ საქმე გვაქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან, საზოგადოებასთან, რომელსაც აქვს უფლება გააკეთოს არჩევანი რომელიმე მხარეს, საქმე გვაქვს იმის არცოდნასთან, რომ თუ გვსურს მათთვის პრიორიტეტული პარტნიორი ვიყოთ, მაშინ ცივილიზებულად უნდა მოვახდინოთ კონკურენცია, მოვიგოთ მათი გული და ასე შემდეგ...“,-განაცხადა გნეზდილოვმა.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს