ანონსი 6 ივლისი

6 ივლისს, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, ბათუმში, ახალ სპორტის სასახლეში, საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და ევროპის საერთაშორისო სუმოს ფედერაციის ეგიდით, სუმოს ევროპის საერთაშორისო ღია ტურნირი KOKKAI OPEN CUP 2019 გაიმართება.

6 ივლისს, 11:00 საათზე, გურჯაანში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი ადგილობრივ ფერმერებთან, მეღვინეებთან და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ.

მის: გურჯაანი, კულტურის ცენტრი, თამარ მეფის ქ. #16.

6 ივლისს, 12:00-14:30 საათზე, ჟურნალ „დიპლომატის“ პანელური დისკუსიების სესია ევროპას ეძღვნება. სესიის პირველი ნაწილში სპიკერები იქნებიან: ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მკვლევარი, ელჩი დავით აფციაური. მეორე ნაწილი ევროსაბჭოს თემას მიეძღვნება, სადაც განხილული იქნება რუსეთის დაბრუნების საკითხი. ამ საკითხებზე ისაუბრებენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე.

მის: სასტუმრო „ბილტმორში“, საკონფერენციო ოთახი 3.

საკონტაქტო პირი: 591 44 62 44

6 ივლისს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კურსდამთავრებულთა დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელისაბედ რუდი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში სებასტიან მოლინუსი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, თიბისი ბანკის ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე, ISET-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჟან-ფრედერიკ პოლსენი, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი დაესწრებიან.

მის.: სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“ , თელავის ქ. #20

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა