გრიგოლ გიორგაძემ დევნილთა საცხოვრებელი შენობის  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ თბილისში, ირემაშვილის ქუჩაზე, დევნილთა საცხოვრებელი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროს დაფინანსებით, სამსართულიანი შენობის წყალკანალიზაციის სისტემას სრული რეაბილიტაცია უტარდება. ირემაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ 50-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ეს საკითხი წლების განმავლობაში აწუხებდა. სამინისტრომ დევნილი ოჯახების პრობლემა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზღვისუბნის (თემქის) მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილის შუამდგომლობითა და აქტიური ჩართულობით გადაჭრა.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია აწარმოებს და მისი ღირებულება 50 000 ლარზე მეტს შეადგენს.

ახალი საცხოვრებელი ფართების გადაცემის პარალელურად, სამინისტრო იმ ობიექტების რეაბილიტაციასაც ახორციელებს, სადაც დევნილი ოჯახები უკვე წლებია ცხოვრობენ. 2015 წლიდან დღემდე, სამინისტროს ბიუჯეტით დევნილთა საცხოვრებელი 500-მდე შენობის წყალკანალიზაციის სისტემის სრული რეაბილიტაცია ჩატარდა.

იხილეთ ვიდეო: დევნილთა მინისტრის მოადგილემ ირემაშვილის ქუჩაზე, დევნილთა საცხოვრებელი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა