მინდია გორაძის („ლავასოღლი“) ადვოკატი შსს-ს სიცრუეში ადანაშაულებს

შსს-ს დღევანდელი განცხადება არის პოპულიზმი და არანაირ სამართლებრივ ჩარჩოში არ არის მოქცეული, - ამის შესახებ „კანონიერ ქურდობაში” ბრალდებული მინდია გორაძის, მეტსახელად „ლავასოღლის“ ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ალექსანდრე კობაიძე შსს-ს დღევანდელ განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებს და უწყებას სიცრუეში ადანაშაულებს. მისი თქმით, სიცრუეა განცხადება, რომ სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია მინდია გორაძის გარემოცვისთვის გადასაცემი ე.წ. ობშიაკის თანხა.

კობაიძის მტკიცებით, მინდია გორაძე უკვე ცხრა თვეა, რაც თურქეთის რესპუბლიკაში იხდის სასჯელს და მას ყველანაირი კომუნიკაცია აქვს აკრძალული გარესამყაროსთან, გარდა კვირაში ერთხელ სატელეფონო კავშირისა.

„ეს მიუთითებს იმაზე, რომ განცხადება, რომელიც შსს-მ გააკეთა, არის სიცრუე. ასევე, შსს-მ ახალი ფორმატი მოიფიქრა, რომლის მიხედვითაც, საქმესთან არამარტო გორაძე, არამედ მისი გარემოცვაც იყო დაკავშირებულიო. ეს მხოლოდ პიარის ელემენტებია. წესით იურისტები ასეთ განცხადებას არ აკეთებენ, რას ნიშნავს გარემოცვა, მაშინ დაედასტურებინათ, რა შუაშია ეს გარემოცვა იმასთან, ვისთანაც ეს „ობშიაკი“ მიდიოდა? ასევე, დღეს თანამედროვე ტექნოლოგიებით სულდგმულობს ყველა ადამიანი, რომ იძახიან, ჯიბით ფული გადაჰქონდათო, რაღა დროს ჯიბით ფულის ტარებაა? თუ ჩარიცხვა უნდოდათ, ჩაურიცხავდნენ ერთმანეთს. ამიტომ, ეს პიარტექნოლოგიებია, თითქოს ამოღებული ფული ეკუთვნოდა მინდია გორაძეს. ეს არის სიცრუე“, - აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

კობაიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადებებისგან თავი შეიკავოს, რადგან ასეთი განცხადებები მინდია გორაძის ოჯახს აზიანებს.

„მას ხანშიშესული დედა ჰყავს რომელიც ძალიან განიცდის. ჰყავს მეუღლე, ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც ძალიან განიცდიან, რომ არაფრისმთქმელ საკითხებში ედავებიან მინდია გორაძეს“, - აცხადებს კობაიძე.

შსს-ში ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს 10 წევრი დააკავა, 1 პირს კი ბრალი ციხეში წარუდგინა. ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით, დადგინდა, რომ ციხეში მყოფი ქურდული სამყაროს წევრი, მეტსახელად „ლერი“ კრიმინალური გავლენების გამოყენებით აგროვებდა ე.წ. „საერთოს“ (იგივე ობშიაკს) და აგზავნიდა თურქეთში მყოფი კანონიერი ქურდის - მინდია გორაძის („ლავასოღლი“) გარემოცვასთან. მასთან ერთად ამ პროცესში მონაწილეობას იღებდა დაკავებულთა შორის მყოფი ქურდული სამყაროს 5 წევრი.

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია მინდია „ლავასოღლის“ გარემოცვისთვის გადასაცემი ე.წ. „ობშიაკის“ თანხა.

„კანონიერ ქურდობაში“ ბრალდებული მინდია გორაძე, მეტსახელად „ლავასოღლი“ ამ დროისთვის სასჯელს თურქეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა