ირაკლი ბერაიამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კონტრტერორისტულ კომიტეტს სიტყვით მიმართა

ლუქსემბურგში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიური სესიის ფარგლებში, კონტრტერორისტული კომიტეტის სხდომა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ-ერთ მთავარ საკითხს, სახელმწიფოების მიერ ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების იმპლემენტაცია წარმოადგენდა. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ბერაიამ, კომიტეტს გააცნო საქართველოს მიერ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და ზოგადად, ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში საქართველოს წარმატებაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით.

„ჩვენი ქვეყნის კონტრტერორისტული საქმიანობა მოიცავს როგორც პრევენციულ, ასევე დაცულობისა და მზადყოფნის ღონისძიებათა ერთობლიობას. საფრთხეებისა და გამოწვევების საპასუხოდ, ასევე, საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების იმპლემენტაციის მიზნით, დაიხვეწა სამართლებრივი ბაზა, რასაც ემყარება ტერორიზმის წინააღმდეგ პრაქტიკული საქმიანობა. განსაკუთრებულ მნიშვნელობა ენიჭება სასაზღვრო უსაფრთხოებას, ოპერატიული და სხვა სახის ინფორმაციის გაცვლას, უწყებათაშორის კოორდინაციას და საერთაშორისო თანამშრომლობას“, - განაცხადა ბერაიამ.

ბერაიამ ხაზგასმით აღნიშნა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წამყვანი და მაკოორდინირებელი როლი, რომელიც ეფექტიანად ახორციელებს ტერორისტული საფრთხეების პრევენციას, გამოვლენასა და ნეიტრალიზებას. საქართველოს ტერორიზმთან ბრძოლა მხოლოდ ადგილობრივი და რეგიონული ღონისიებებით არ შემოიფარგლება.

მისივე თქმით, ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (ავღანეთში) და “ისლამული სახელმწიფოს” წინააღმდეგ კოალიციაში საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხეების წარმოშობის კერაშივე აღკვეთას ემსახურება. სწორედ ამ ერთიანი მიდგომის და კომპლექსური ძალისხმევის შედეგია ტერორისტული საფრხეებისგან ჩვენი ქვეყნის დაცულობა და ტერორიზმთან ბრძოლაში მიღწეული პროგრესის ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მიერ აღიარება. ირაკლი ბერაიამ, ასევე ხაზი გაუსვა კონტრტერორისტულ საქმიანობაზე საპარლამენტო ზედამხედველობის ეფექტიანობას და მნიშვნელობას.

“მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ამ ტერიტორიებზე ჩვენი იურისდიქციის და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების გავრცელების შეუძლებლობა, ხელსაყრელ გარემოს ქმნის ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკების, რადიოაქტიური მასალების უკანონო ბრუნვისთვის და ტერორიტული საქმიანობისთვის, რაც საფრთხის შემცველია მთელი რეგიონისთვის. აუცილებელია მოხდეს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, რაც საერთაშორისო საზოგადოების აქტიურ და პრინციპულ ძალისხმევას მოითხოვს” - აღნიშნა ბერაიამ გამოსვლისას.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია 4 – 8 ივლისს, ლუქსემბურგში იმართება და მასში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით მონაწილეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა