ქართული ხორბლის კულტურას  სახელმწიფო იუნესკო-ს არამატერიალური მემკვიდრეობის „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში“ წარადგენს

ქართული ხორბლის კულტურის იუნესკო-ს არამატერიალური მემკვიდრეობის „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში“ შეტანისთვის გარკვეული მოთხოვნების შესრულების საკითხები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა და ქართული ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ ლალი მესხმა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება დარგის ექსპერტებით, სახელმწიფო უწყებებისა და ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებისგან შემდგარი ქართული ხორბლის ენდემური ჯიშების დაცვის სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რათა ქართულმა ხორბალმა მსოფლიოში დამსახურებული აღიარება მოიპოვოს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე აღნიშნა, ქართული სახეობებისა და ენდემური ჯიშების გამრავლება-გამოყენების ხელშეწყობა სამინისტროსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

„ქართულ ენდემურ ჯიშებს უნიკალური თვისებები ახასიათებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ენდემური სახეობების, სუფთა ჯიშის სათესლე მასალის წარმოებას და კერძო სექტორში გავრცელებას. ეს ხელს შეუწყობს როგორც ენდემური ჯიშების გამრავლებას, პოპულარიზაციას და წარმოებაში დაბრუნებას, ასევე პურის ცხობის ტრადიციების და წეს-ჩვეულებების აღდგენას, რაც ქვეყანაში აგროტურიზმს განავითარებს“, - აღნიშნა ხატია წილოსანმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ქართული ხორბლის ენდემური სახეობების სათესლე მეურნეობების შექმნის, გავრცელებისა და კომერციალიზაციის საკითხებს.

„გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე, ნოდარ ხატიაშვილი ესწრებოდა.

2018 წლის სექტემბერში, „ქართული ხორბლის კულტურას (ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები)“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და არამატერიალური მემკვიდრეობის სახელმწიფო რეესტრში იქნა შეტანილი. 2019 წლის 25 მარტს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქართული ხორბლის კულტურას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.

„ქართული ხორბლის კულტურას (ხორბლის ენდემური სახეობებისა და ხალხური სელექციით მიღებული ჯიშები საქართველოში)“ სახელმწიფო იუნესკო-ს არამატერიალური მემკვიდრეობის „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში“ წარადგენს.

საქართველოში დაფიქსირებულია ხორბლის 14 სახეობა და 188 სახესხვაობა, რაც ასეთი მცირე ფართობის მქონე ქვეყნისთვის უჩვეულო რაოდენობაა“, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა