7 ივლისს, ფრანკფურტის აეროპორტიდან ცალკეული რეისების განხორციელება, შესაძლოა, შეფერხდეს

7 ივლისს, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტის აეროპორტიდან ცალკეული რეისების განხორციელება, შესაძლოა, შეფერხდეს. ამის მიზეზი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის გაუვნებელყოფის მიზნით დაგეგმილი სამუშაოებია. ბომბი აეროპორტიდან 14 კილომეტრში მდებარეობს. იგი სამშენებლო სამუშაოების დროს აღმოაჩნეს. მსგავსი შემთხვევები გერმანიაში საკმაოდ ხშირია.

ფრანკფურტის აეროპორტი მგზავრებს ურჩევს წინასწარ შეამოწმონ თავიანთი ავიარეისების სტატუსი აეროპორტის ვებგვერდზე ან ავიაკომპანიებთან. ამასთან, როგორც აეროპორტის ადმინისტრაცია იტყობინება, ბომბის გაუვნებელყოფის სამუშაოების ჩატარება ამინდზეც იქნება დამოკიდებული.

სამუშაოები ადგილობრივი დროით დაახლოებით 12.00 საათზე დაიწყება. აღნიშნულის გამო 1 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები 16 000-ზე მეტი მცხოვრების ევაკუციაც იგეგმება.

ფრანკფურტის აეროპორტში 7 ივლისს ცალკეული რეისების განხორციელება შესაძლოა შეფერხდეს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა