თბილისში ქვევრის ღვინის მე-3 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულების  დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

თბილისში, ქვევრის ღვინის მესამე საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც 29 ღვინოს ოქროს, 175-ს ვერცხლის და 76-ს ბრინჯაოს დიპლომები გადაეცათ. კონკურსი ასოციაცია „ქართული ღვინოს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, უკვე მესამედ ჩატარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კონკურსის მიზანი მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა და ქვევრის ღვინის წარმოებისა და მოხმარების ხელშეწყობაა.

ღონისძიების სტუმრებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, ასოციაცია „ქართული ღვინოს“ აღმასრულებელი დირექტორი თინათინ კეზელი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა მიესალმნენ.

„ქვევრის ღვინო არის უნიკალური პროდუქტი, რომლის პოპულარიზაცია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზრებზე, არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული მიმართულება საქართველოსთვის. დღეისათვის ქართული ღვინის საექსპორტო ბაზარი 50-ზე მეტი ქვეყენაა და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ქვევრის ღვინო ხარისხობროვად უმჯობესდება და სულ უფრო და უფრო მეტი კომპანია აწარმოებს მას. საქართველოში იწარმოება მაღალი ხარისხის ღვინო, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქართული ღვინის წარმომადგენლობას საერთაშორისო ბაზრებზე“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა.

კონკურსი 21-22 ივნისს გაიმართა და მასში ღვინის 320 ნიმუში 120-მა კომპანიამ წარადგინა.

„ის ღვინოები, რომლებმაც კონკურსში ოქროს დიპლომები მიიღო, მიმდინარე წლის შემოდგომაზე წარდგენილი იქნება აშშ-ში, ქალაქ ბოსტონში დაგეგმილ „ქართული ღვინის ფორუმზე“.

კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე, საქართველოს დამსახურებული მეღვინე გიორგი დაქიშვილი იყო, ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი (აშშ), ასევე ღვინის ექსპერტები: გეორგ ბინდერი (გერმანია), მაგდა სურგულაძე, ვლადიმერ კუბლაშვილი, ვანო შიუკაშვილი და ირმა ჭანტურია”, - აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო