ლაშა დარსალია - საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა  შესაძლებლობაა, რომ  ჩვენი ინტერესები გავატაროთ, როგორც რუსეთთან მიმართებაში, ისე ნებისმიერ სხვა საკითხზე

საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა არის შესაძლებლობა ჩვენი ინტერესები გავატაროთ, როგორც რუსეთთან მიმართებაში, ისე ნებისმიერ სხვა საკითხზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ ევროსაბჭოში რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენისა და ამ საკითხზე ქართული დელეგაციის პროტესტის შესაძლო გაგრძელებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც დარსალიამ აღნიშნა, რუსეთისთვის ხმის უფლების დაბრუნება სამწუხარო რეალობაა და ოპონირების გაგრძელება საქართველოს ამ რეალობაში მოუწევს.

"ჩვენ თანმიმდევრულები ვართ ჩვენს პოზიციაში. თავის დროზე, როცა ეს განიხილებოდა მინისტერიალის დონეზე, საქართველომ დააფიქსირა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. კენჭისყრის დროსაც საქართველოს დელეგაციამ რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგ მისცა ხმა. სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ევროსაბჭოს დელეგატების უმეტესობამ საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ხმის აღდგენას მისცეს ხმა. ეს სამწუხარო რეალობაა, რომელიც ჩვენ გვაქვს და ამ რეალობაში ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ოპონირება", - განაცხადა დარსალიამ.

კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა პროტესტი და რამდენად ერთობლიობაში იქნება ქართული მხარის ქმედებები პარტნიორების ქმედებებთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.

"მოდის საქართველოს თავმჯდომარეობა, რაც ერთი მხრივ, უფრო მეტი პასუხისმგებლობაა, ვიდრე ნებისმიერი სხვა დელეგაციის, მაგრამ ეს არის ასევე შესაძლებლობაც, რათა საქართველომ შეძლოს თავისი ინტერესების გატარებაც რუსეთთან მიმართებაში თუ ნებისმიერ სხვა საკითხთან დაკავშირებით", - აღნიშნა დარსალიამ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა