ლაშა დარსალია - ერთადერთი ფორმატი, სადაც საქართველო და რუსეთი კონფლიქტის საკითხს განიხილავენ, ჟენევის ფორმატია

ერთადერთი ფორმატი, სადაც საქართველო და რუსეთი კონფლიქტის საკითხს განიხილავენ არის ჟენევის ფორმატი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის იმ განცხადების შეფასებისას განუცხადა, სადაც კარასინი ამბობს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ერთადერთი ალტერნატივა ომია.

ლაშა დარსალიას განცხადებით, 48-ვე რაუნდი, რომელიც აქამდე ჩატარებულა ჟენევაში, ასეთი ნეგატიური ფონით მიმდინარეობდა.

"საქართველოს რუსეთთან ურთიერთობა აქვს ამ წლების განმავლობაში ისეთი, როგორიც აქვს - არც მეტი და არც ნაკლები. ერთადერთი ფორმატი, სადაც საქართველო და რუსეთი განიხილავენ კონფლიქტის საკითხს, ეს არის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები. სამწუხაროდ 48-ე რაუნდზე რამე წინსვლა არ გვქონია. შედგება შემდეგი რაუნდი, სადაც განიხილება როგორც იმ დროისთვის მიმდინარე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების პრობლემური საკითხები, ასევე ყველა ის საკითხი, რომელიც არაა გადაჭრილი დღემდე. როგორც ყველა სხვა რაუნდი, ეს რაუნდიც ნეგატიურად წარიმართა. რუსეთის დამოკიდებულება არის ისეთი, როგორიც არის. ჩვენ გვაქვს ასეთი დაძაბული ურთიერთობა უკვე 28 წელია. 11 წელია მიმდინარეობს ჟენევის ფორმატი, რომლის მთავარი თემა 6- პუნქტიანი შეთანხმების შესრულებაა. სამწუხაროდ, არც ერთ პუნქტზე ჩვენ წინსვლა არ გვაქვს 48 რაუნდის განმავლობაში", - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა