ნათია თურნავა - თუკი ვინმე მუშაობს იმისთვის, რომ მეტი არჩევანი ჰქონდეს ქართველ გლეხს, მეღვინეს თუ ტურიზმის დარგის მესვეურს, ეს მთავრობაა

თუკი ვინმე მუშაობს იმისთვის, რომ ბაზრის მეტი არჩევანი ჰქონდეს ქართველ გლეხს, მეღვინეს თუ ტურიზმის დარგის მესვეურს, ეს მთავრობაა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

თურნავამ კახეთში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად ადგილობრივ ფერმერებთან, მეღვინეებთან და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

ეკონომიკის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მთავრობა ბიზნესს არ კარნახობს, თუ საიდან უნდა ჩამოვიდნენ ტურისტები, ან რომელ ქვეყანასთან იყოს ვაჭრობა.

„თუკი ვინმე მუშაობს იმისთვის, რომ მეტი არჩევანი ჰქონდეს ქართველ გლეხს, მეღვინეს თუ ტურიზმის დარგის მესვეურს, ეს მთავრობაა. 2014 წელს ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩვენსა და ევროკავშირს შორის. მას შემდეგ ძალიან აქტიურად ვითარდება ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები ევროკავშირთან, მოეწერა ხელი მრავალ თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმებას, მათ შორის ჩინეთთან, მიდის მოლაპარაკება ინდოეთთან და ა.შ. ყველანაირი არჩევანი თქვენთვის შექმნილია, ივაჭროთ, ვისთანაც გსურთ. მაგრამ ერთია ხელშეკრულებათა ბაზა, რასაც ჩვენ ვქმნით (ბოლო 7 წელიწადში გაცილებით მეტი გაკეთდა, ვიდრე წინა 20 წელიწადში ამ მიმართულებით), და მეორეა, ბიზნესი რას ირჩევს. ჩვენ არ გკარნახობთ, საიდან ჩამოიყვანოთ ტურისტი, ვერ გიკარნახებთ, რომელ ქვეყანასთან ივაჭროთ. არსებობს ახალი საინტერესო ბაზრები, სადაც გეხმარებით, იქნება ეს პირდაპირი ფრენები ევროპასთან, მარკეტინგული დახმარება და გამოფენებში მონაწილეობა ევროკავშირთან, თუ ღონისძიებები ჩინეთთან“, - აღნიშნა თურნავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა