დავით გარეჯის ტერიტორიაზე ექსპერტული ჯგუფები საველე სამუშაოებს სავარაუდოდ, 2-3 კვირაში დაიწყებენ

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ვარაუდობს, რომ დავით გარეჯის ტერიტორიაზე ექსპერტული ჯგუფები საველე სამუშაოების საწარმოებლად 2-3 კვირაში გავლენ. როგორც დარსალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად მხარეებს შორის ტექნიკური დოკუმენტაციის გაცვლა მიმდინარეობს. ამასთან, მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ შესათანხმებელია ის მონაკვეთებიც, სადაც ექსპერტებმა მუშაობა უნდა აწარმოონ.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური დოკუმენტაციის გაცვლა. ჩვენ გვაქვს კონტაქტი ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან. მიმდინარეობს იმ მონაკვეთების დაზუსტება, რომლებზეც უახლოეს მომავალში ექსპერტული ჯგუფები უნდა გავიდნენ და ჩაატარონ საველე სამუშაოები", - აღნიშნა ლაშა დარსალიამ.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, როგორც კი ექსპერტული მასალები იქნება მზად, დაუყოვნებლივ დაიგეგმება შეხვედრა მხარეებს შორის, რათა ამ მასალების განხილვა მოხდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა