თბილისის საკრებულოში დავით უჯმაჯურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში, პროექტის ,,თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ წლის ბოლო ღონისძიება გაიმართა, რომელიც პროექტის ექვსი თვის საქმიანობის შეჯამებასა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დავით უჯმაჯურიძის ხსოვნას მიეძღვნა.

ღონისძიებაზე, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია, საკრებულოს დეპუტატები, დავით უჯმაჯურიძის ოჯახის წევრები, მეგობრები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, დავით უჯმაჯურიძის სახელობის ფონდი დაფუძნდა.

საქველმოქმედო ფონდი იმ წარმატებულ სტუდენტებს დააფინანსებს, რომლებიც უსახსრობის გამო, სწავლის გაგრძელებას ვერ ახერხებენ. დღევანდელ ღონისძიებაზე პირველი ასეთი სტუდენტი დააფინანსეს.

„ეს ტრადიციული დღეა. ყოველი თვის პირველ შაბათს თბილისის საკრებულო თბილისურ ისტორიებს მასპინძლობს. დღევანდელი დღე ნახევარი წლის საქმიანობის შეჯამებას და დათო უჯმაჯურიძის ხსოვნას მიეძღვნა. ჩვენ გადავწყვიტეთ დაგვეფუძნებინა დავით უჯმაჯურიძის სახელობის საქველმოქმედო ფონდი და დღევანდელ ღონისძიებასაც ასე ვუწოდეთ - „გაგრძელება იქნება...“. ფონდი ღირსეულ ახალგაზრდებს დააფინანსებს და ამით დათო უჯმაჯურიძე თავის სიცოცხლეს გააგრძელებს. ფონდის პირველი ნომინანტი კი სტუდენტი მედეა კილანავა გახდა“, - განაცხადა ღონისძიებაზე მარიკა დარჩიამ.

დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში დღეს გამართულ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ მიმართა. მან დავით უჯმაჯურიძე გაიხსენა და მარიკა დარჩიას ფონდის დაარსებისთვის მადლობა გადაუხადა.

„საკრებულოს პროექტი „თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ დღეს დავით უჯმაჯურიძის ხსოვნას მიეძღვნა, ვინაიდან დათო სამწუხაროდ, უკვე თბილისის ისტორიას შეუერთდა. ჩვენ დღეს გავიხსენეთ ჩვენი მეგობარი, კოლეგა, ვისაუბრეთ მისი საქმიანობის შესახებ.

დღესვე, მარიკა დარჩიას ინიციატივით, დაფუძნდა დავით უჯმაჯურიძის სახელობის ფონდი, რისთვისაც მინდა მას მადლობა გადავუხადო. ფონდი საქველმოქმედო იქნება და ამით გაგრძელდება ის საქმე, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა დათოს. დავით უჯმაჯურიძის ფონდი მომავალში ყველა იმ წარმატებულ ახალგაზრდას დაეხმარება რომლებიც ამას საჭიროებენ“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ.

ღონისძიების პარალელურად, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, მოყვარული მხატვრის, ბექა მშვილდაძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

საკრებულოში შემეცნებით-კულტურული ხასიათის პროექტი, სახელწოდებით „თბილისის ისტორიები საკრებულოდან” წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილის, მარიკა დარჩიას ინიციატივით დაიწყო და ყოველი თვის პირველ შაბათს იმართება. პროექტი სექტემბრიდან კვლავ გაგრძელდება.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო