მიხეილ ბატიაშვილი - მიხეილ გიორგაძემ საკუთარი გადაწყვეტილება მიიღო, რასაც მეც და გუნდიც პატივს ვცემთ

მიხეილ გიორგაძემ საკუთარი გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც მეც და გუნდიც პატივს ვცემთ , - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ყოფილ მოადგილეზე მიხეილ გიორგაძეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გიორგაძემ საკუთარი გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც გუნდი პატივს სცემს.

„ახლა მთავარი მიზანი და ამოცანა, რაც გვაქვს, არის მეტი კომუნიკაცია და რეფორმების გეგმის დადება, რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც რა თქმა უნდა, დაეხმარება ამ სფეროს", - აღნიშნა მინისტრმა.

მანვე აღნიშნა, რომ მინისტრის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე ჯერჯერობით კანდიდატები არ განიხილებიან.

„შემიძლია გითხრათ, რომ ჯერჯერობით არანაირ კანდიდატებზე საუბარი არ მიდის, რადგან პირველ რიგში მინდა, რომ ხედვა ჩამოვაყალიბოთ და თავისთავად, მერე გვექნება კონსულტაცია. არანაირ კანდიდატზე ამ წუთას არ მიდის საუბარი", - განაცხადა ბატიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ გიორგაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს