ლაშა დარსალია ეუთო-ს რეზოლუციის პროექტზე - საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, განსაკუთრებით ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის თვალსაზრისით ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საერთაშორისო საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ ეუთო-ს რეზოლუციის პროექტის შეფასებისას განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, სწორედ ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის თაობაზე არსებული მძიმე ვითარების პრიორიტეტულობის მაგალითია ეუთო-ს რეზოლუციის პროექტიც.

„ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ იქ არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას ხაზი გაესვას და ეს იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგის. ეს რეზოლუციაც ერთ-ერთი ასეთი მაგალითია სწორედ იმის, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია“, - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ლუქსემბურგში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური საკითხების კომიტეტი რეზოლუციის პროექტს განიხილავს, რომელიც ეხება აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს და ყირიმს, კონფლიქტებს საქართველოში, მოლდოვასა და აზერბაიჯანში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს