რუსეთის დელეგაცია ეუთო-ს რეზოლუციის პროექტს აპროტესტებს

ეუთო-ში რუსეთის დელეგაცია რეზოლუციის პროექტს აპროტესტებს. ლუქსემბურგში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური საკითხების კომიტეტი რეზოლუციის პროექტს განიხილავს, რომელიც შეეხება აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს და ყირიმს, გაყინულ კონფლიქტებს საქართველოში, მოლდოვასა და აზერბაიჯანში.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციამ წარადგინა შესწორება, რომელიც მოითხოვდა გაუქმებულიყო ფორმულირება „ყირიმის დეოკუპაცია“. რუსეთი ასევე მოითხოვს არ იყოს წარმოდგენილი მხარედ კონფლიქტში დონბასში და არ დაეკისროს პასუხისმგებლობა მინსკის ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის.

რეზოლუციის პროექტში ასევე მოწოდებაა კონფლიქტების მონაწილე მხარეებისადმი, კეთილსინდისიერად აწარმოონ მოლაპარაკებები მშვიდობის მისაღწევად საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემით.

პროექტი მომზადებულია ირლანდიის წარმომადგენლის ალან ფარელის მიერ.

ამ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო